10:36 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-09 16:12:30, 753 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის სტრატკომი მელიაზე - ბრალდება, რომ ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი

მთავრობის სტრატკომი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლის მონაცემები ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა, დეზინფორმაციას და ცილისწამებას უწოდებს. 

განცხადებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ფორმალურ თავჯდომარედ არის მოხსენიებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც რა თქმა უნდა არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას!,"  - ვკითხულობთ განცხადებაში.

 ცნობისთვის  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, რუულ ძალებს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან.მელიას თქმით, ეს არის რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა.შეგახსენებთ, რომ რუსულმა პროპაგანდისტულმა არხებებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ოკუპანტი ყვება, რომ ლისიჩანსკში ერთ-ერთ შენობაში, საწვრთნელ ბაზაზე ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები აღმოაჩინეს.

პირად საქმეს, რომელიც ვიდეოში ჩანს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს. მასში მებრძოლის პირადი მონაცემებია შენახული.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
უკრაინამ კრასნოდარსა და ნევინომისკში Wildberry-ის საწყობებს დაარტყა. რვა ადამიანი დაშავდა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics