|
2022-08-08 13:54:38, 1206 ნახვა
პოლიტიკა
მედვედევი - 2008 წლის აგვისტო იყო სიგნალი აშშ-სა და ნატოსთვის, მაგრამ მათ ეს ვერ გაიგონეს და ვერ გაიგეს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი განმარტავს, თუ რატომ „აიძულებდა მშვიდობას" საქართველოს 2008 წელს. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მედვედევის თქმით, 2008 წელი ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატოსთვის. მაგრამ მათ ვერ გაიგონეს და ვერ გაიგეს. ამიტომ 2022 წელს რუსეთს პასუხის გაცემა ბევრად უფრო მკაცრად მოუწია. „საქართველოსთვის მშვიდობის იძულება 2008 წლის აგვისტოში მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ამავდროულად, ეს იყო სიგნალი აშშ-სა და ნატოსთვის, რომ აუცილებელი იყო რუსეთის შეშფოთების გათვალისწინება. მაგრამ აშშ-მ და ნატო-მ ვერ გაიგონეს და ვერ გაიგეს. სიგნალი იგნორირებული იქნა.კავკასიაში სიტუაცია შეიცვალა.მათ განაგრძეს უკიდურესად სახიფათო კურსით სვლა. 2022 წელს ჩვენ მოგვიწია პასუხის გაცემა ბევრად უფრო მკაცრად“, - წერს მედვედევი. გარდა ამისა, მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის კვლავ სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს რუსული არმიის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეყვანას. „რუსეთს არ შეეძლო არ ჩარეულიყო ამ კონფლიქტში. საუბარი იყო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დაცვაზე, რომლებიც ცხოვრობენ როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში. მათი სააკაშვილის აგრესიისგან დაცვით მივიღეთ მთავარი - მშვიდობა. ამიტომ, ფანტაზიებს თემაზე „რა იქნებოდა, თუ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა“ უაზროდ ვთვლი. იგივე ეხება ყირიმსაც", - დასძინა კრემლის ყოფილმა ხელმძღვანელმა. ამასთან, ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის ფედერაცია ტერიტორიის ანექსიაში დაადანაშაულა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება
ტრამპს სურს, რომ ჯანი ინფანტინო გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს - New York Post
აშშ-ის მოკავშირეები ახლო აღმოსავლეთში ტრამპს ირანში სახმელეთო შეჭრის დაწყებისკენ მოუწოდებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)