|
2022-08-07 14:40:40, 2425 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას
რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, ევროკავშირი გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი "ტვიტერზე" წერს. მისი თქმით, ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას. "2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, ევროკავშირი გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას",- წერს ჯოზეფ ბორელი. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)