|
2022-08-07 13:05:49, 939 ნახვა
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენი - მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა
მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა. "მგონია, რომ ძალიან გულბრყვილოდ არსებობდა იმის იმედი, რომ რუსეთი წაიღებდა საქართველოს ნაწილს, ამით დაკმაყოფილდებოდა და შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გამოსავლის მოძებნა. ჩვენ ასევე ვისწავლეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] არაორგანიზებულები იყვნენ, მაინც შეეძლოთ, რომ მასიური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაესროლათ და ტერიტორიები მოეპოვებინათ. ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს - ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში. თუ დავუბრუნდებით 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა", - განაცხადა კონგრესმენმა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)