|
2022-08-06 14:39:29, 1969 ნახვა
პოლიტიკა
ფოტიგა - 14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი გამოიწვია
14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა ავრცელებს. მისი თქმით, ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას, რომ საქართველომ შეძლოს, სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიციაა. „14 წლის წინ, რუსეთის ფედერაცია საქართველოში შეიჭრა, რამაც გამოიწვია 21-ე საუკუნეში ევროპაში პირველი ომი. მხოლოდ აშშ-ის მტკიცე ერთგულებამ და პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, ცენტრალური ევროპის ლიდერების ერთიანობამ და გამბედაობამ გადაარჩინა საქართველოს იმდროინდელი დამოუკიდებლობა და შეაჩერა რუსული ჯარები. დღეს ცხადია, რომ 2008 წლის მოვლენებს საქართველოში, გავლენა აქვს არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი ჯერ კიდევ რუსეთს აქვს ოკუპირებული. ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არასოდეს აღსრულებულა აგრესორი რუსეთის მიერ. ნებისყოფის, მონდომების, სტრატეგიული აზროვნების არარსებობა, აიძულოს კრემლი უპირობოდ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ჯარი გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიებიდან, არის ის ფაქტორები, რამაც საშუალება მისცა კრემლს განმეორებით დაერღვია საერთაშორისო სამართალი და გაეგრძელებინა მისი აგრესია, როგორც ამას დღეს უკრაინაში აკეთებს. ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები აგრძელებენ მუშაობას, რომ საქართველომ შეძლოს, სრულად ჩამოშორდეს საბჭოთა წარსულს და შეუერთდეს ევროკავშირს, რომელსაც მისი კულტურა, ისტორია და ტრადიცია ეკუთვნის",- წერს ფოტიგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)