19:13 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-05 17:20:05, 1025 ნახვა

მსოფლიო
ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ჩინეთის ელჩი თეთრ სახლში დაიბარეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Washington post-ი ავრცელებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, აშშ გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მათ მიზნებს.

„გასულ ღამეს, ჩინეთის ქმედებების შედეგად, ელჩი თეთრ სახლში დავიბარეთ, რომ გამოგვეცხადებინა დემარში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პროვოკაციული ქმედებების გამო. ჩვენ ვგმობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო ქმედებებს, რომლებიც უპასუხისმგებლოა და ეწინააღმდეგება ჩვენს გრძელვადიან მიზანს - შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ტაივანის სრუტეზე",- განაცხადა კირბიმ.

ამასთან, აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ  აჩერებს თანამშრომლობას ვაშინგტონთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის პრევენციისა და არალეგალური მიგრანტების რეპატრიაციის საკითხებში.

ცნობისთვის, ჩინეთმა, ტაივანში ვიზიტის გამო, აშშ-ის პალატის სპიკერს ნენსი პელოსის საქნციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ დაადასტურა. გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ტაივანში განხორციელებულ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობდნენ  მებრძოლები და გამოიყენებოდა ბომბდამშენები, გამანადგურებლები და ფრეგატები. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პელოსმა უგულებელყო ჩინეთის სერიოზული შეშფოთება და მისი ვიზიტის მტკიცე წინააღმდეგობა და მის ვიზიტს პროვოკაციული უწოდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics