13:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-04 16:07:10, 921 ნახვა

პოლიტიკა
„ეს არის სამარცხვინო ქსენოფობიური კამპანია და მკაცრი პასუხი გვექნება “ - კობახიძე რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსი ტურისტების დიდი ნაკადით შემოსვლაზე გაჟღერებული პრეტენზია ქსენოფობიაა, რაზეც "მკაცრი პასუხი" იქნება. 

მისი თქმით, სავიჟო რეჟიმის მოთხოვნა რუსეთთან "არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება" და სამარცხვინოა. 

"ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში, არავითარ სტანდარტებში არ ჯდება. ვინმეს თუ უნდა ევროპელობა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ. შესაბამისად, საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის... ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და რა თქმა უნდა, ამ ქსენოფობიაზე გვექნება მკაცრი პასუხი" | კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე",- განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების მიზნით შექმნილ პეტიციას ხელი უკვე 10 000-მა ადამიანმა მოაწერა.

პეტიციის ავტორები ითხოვენ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისვის 3 თვიანი სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
ირაკლი კობახიძე სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ლოურენს ვონგს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics