|
2022-08-03 15:27:38, 1128 ნახვა
პოლიტიკა
კოლასი - ჩვენი ერთადერთი პოლიტიკაა, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას
ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში,- ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, შალვა პაპუაშვილთან და „ოცნების" წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების დამოკიდებულება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ საკითხზე. „ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულ იქნა ამ რეფორმების ჩატარების ვალდებულება. თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ამ რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმებზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და მე ვეთანხმები ამ ანალიზს",- განაცხადა კოლასმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)