21:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-31 13:18:16, 864 ნახვა

მსოფლიო
გაზპრომმა ლატვიას გაზის მიწოდება შეწყვიტა

გაზპრომმა შაბათს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ივლისის ტენდერის ფარგლებში გაზის მიწოდებას შეწყვეტს ლატვიას და ეს გადაწყვეტილება აიხსნა გაზის გაყვანის პირობების დარღვევად. რა სახის დარღვევაზეა საუბარი გაზის გიგანტის განცხადებაში, არ დაზუსტებულა.

ჯერ კიდევ აპრილში ლატვიამ უარი თქვა რუსეთიდან შემოსული გაზის რუბლებში გადახდაზე, რაც, ახალი რუსული წესების მიხედვით, მიწოდების შეწყვეტას გულისხმობს. ივნისში პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განაცხადა, რომ ლატვია აღარ აპირებს რუსეთისგან გაზის ყიდვას. ივლისში ლატვიის სეიმმა კენჭი უყარა 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების აკრძალვას.

მაგრამ 29 ივლისს Latvijas gāze-ის ხელმძღვანელმა აიგარს კალვიტისმა განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს გაზის ყიდვას გაზპრომისგან, თუმცა არა პირდაპირ, არამედ შუამავლის მეშვეობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics