|
2022-07-28 17:54:59, 901 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - დეგნანის ადრესატი 308 ევროპარლამენტარია, სხვის ფულზე დროს და ენერგიას ისინი ხარჯავდნენ
დეგნანის ადრესატი 308 ევროპარლამენტარია, სხვის ფულზე დროს და ენერგიას ისინი ხარჯავდნენ, რეზოლუციაც მოამზადეს. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ასეთ დროს ბუნებრივია მათ პასუხების გაცემა უწევთ. "ამაზე დრო და ენერგია დახარჯა და დღემდე ხარჯავს ვინ? ეს არის 300-ზე მეტი ევროპარლამენტარი, რომელიც სხვის ფულზე ხარჯავდა დროს და ენერგიას, რეზოლუცია მიუძღვნეს ამ თემას. ესენი არიან ენჯეოები და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და ა.შ. ასეთ დროს ბუნებრივია ჩვენც გვიწევს პასუხების გაცემა, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. მე მგონია, ამ მესიჯის ადრესატი არის სწორედ 308 ევროპარლამენტარი. იმედი მაქვს ყოველშემთხვევაში ამის". - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს კელი დედგნანმა განაცხადა ისინი, ვინც ომის ნარატივს იმეორებენ, რუსეთის საქმეს აკეთებენ და საქართველოს დაყოფას ცდილობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)