14:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-28 13:41:24, 926 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - პრეზიდენტმა ხოში მაქვსო და პოლიტიკური ვეტო დადო, კი ბატონო, სექტემბერში დავძლებთ

პრეზიდენტმა ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო, კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, მოსმენების კანონზე განაცხადა.

მისი თქმით, ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა.

„ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონს გავლილი აქვს ყველა ექსპერტული დასკვნა. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ვეტო დაადო და რა ჩაწერა, იცით? მე არ მაქვს არანაირი სამართლებრივი არგუმენტი, თუმცა, ჩემი ვეტოს დადების არგუმენტი არის პოლიტიკური. ამით ხომ ყველაფერია ნათქვამი, სამართლებრივად სწორია კი ბატონო, მაგრამ აი, ხოში მაქვსო და ასე პოლიტიკური ვეტო დაადო. კი ბატონო, სექტემბერში შევიკრიბებით და დაიძლევა ეს ვეტო“,- განაცხადა ზარქუამ.

შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა, პირველად გამოიყენა ვეტო ფარული საგამოძებო მოქმედებების ჩატარების ვადების გაზრდასთან დაკავშირებულ კანონზე.

პრეზიდენტის განმარტებით, ვეტოს უფლებას იყენებს იმიტომ, რომ არ ეთანხმება აღნიშნულ კანონპროექტს.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics