|
2022-07-28 13:23:31, 872 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულ ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებს გურამ მაჭარაშვილი უერთდება და პარტიას ტოვებს
"ქართულ ოცნებას" დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პარტიას ტოვებს და სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ დაკომპლექტებულ ტრიოს უერთდება. ამის შესახებ განცხადება მაჭარაშვილმა პარლამენტში გააკეთა. მისი თქმით, პარტიის დატოვე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ გადაწყვიტა, ვინაიდან "საზოგადოებისთვის საჭიროა სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება". "მივიჩნიე საჭიროდ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება",- განაცხადა მაჭარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ "სიმართლის სალაპარაკოდ" პარტია ასევე დატოვეს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა. მათ შეუერთდნენ ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და "ქართულ ოცნებას" ახალციხის, ჭიათურისა და თერჯოლის საკრებულოს წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)