|
2022-07-28 10:14:12, 828 ნახვა
პოლიტიკა
სუბარი ზურაბიშვილზე - როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, სოზარ სუბარი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და მას „ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებაში“ ადანაშაულებს. სუბარის თქმით, საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო და სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა. "რაც შეეხება პრეზიდენტის ბრალდებას. ის რას ამბობს, ამ შემთხვევაში საერთოდ არ მაინტერესებს. ჩვენზე რას იტყვის, ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესოა. როცა ადამიანს 2 სამშობლო აქვს, როგორც ჩანს, კაცმა არ იცის, რომელი უფრო ტკივა და ტკივა თუ არა ის სამშობლო, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოა და სადაც ის არ დაბადებულა და რომლის კულტურაც ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ გაითავისა. კაცმა არ იცის, ის რა თამაშს თამაშობს და ვის თამაშს თამაშობს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე მეტად რაზეც მწყდება გული მე სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინაც ვიცოდით, რომ თავისი შთამომავლობისა და გვარისშვილობის მიუხედავად, ის სხვა კულტურაში იყო გაზრდილი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ის იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან წამოსული ადამიანი, ვფიქრობდით, რომ დიახ, ჩვენი ინტერესები იმდენად ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ ეს ორი სამშობლო ხელს არ შეუშლიდა იმაში, რომ ემსახუროს საქართველოს ინტერესებს მაგრამ როგორც კი პირველი, გარკვეულწილად წინააღმდეგობა შეიძლება გაჩენილიყო, იქ მან სხვა თამაში აირჩია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები იყო, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თამაშის ნაწილი გახდა. რა განცხადებებსაც ის აკეთებს, ქვეყნის ინტერესებში არ შედის,"- განაცხადა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)