|
2022-07-26 18:41:37, 1043 ნახვა
პოლიტიკა
ზარქუა - არახამია არის ნაძირალა, არაკაცი, უკრაინელი ხალხი მას და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს
ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ ამდენ დროს ვუთმობთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად ქართული გვარი აქვს, დაბადებულია რუსეთში, აღზრდილია და საქართველოს მოსახლეობას რუსულად გვესაუბრება, რუსული ტექსტებით. - ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, „ქართული ოცნების“დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ფრაქცია „ხალხის მსახურის ლიდერის“, დავით არახამიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც მმართველი პარტიაა გააკრიტიკა. მისივე თქმით, არახამია მდიდარი ნაძირალა და არაკაცია, უკრაინელი ხალხი მას და მისნაირებს თავის ადგილს მიუჩენს. „ჩემთვის ძალიან გაუგებარია ამდენ დროს რომ ვუთმობთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილად აქვს ქართული გვარი, დაბადებულია რუსეთში, აღზრდილია და საქართველოს მოსახლეობას გვესაუბრება რუსულად, რუსული ტექსტებით. ერთი ჩვეულებრივი, შემთხვევით მოხვედრილი მდიდარი ნაძირალაა უკრაინის ხელისუფლებაში, რომლის ინტერესების სფერო სცილდება პოლიტიკას და გადადის შეურაცხყოფაში. ჩვენს ლიდერებს, ქართულ საზოგადოებას, ქართულ სახელმწიფოს აყენებს შეურაცხყოფას. ნაძირალაა, მეტი არაფერი. არახამია არის არაკაცი სადაც არის არჩეული, იქ რომ ვერ იცავ, იმის დაცული საქართველო არ გაიშვას. კიდევ შეეხება ჩვენს ლიდერებს, ლეგიტიმურად არჩეულ მმართველ პარტიას, ეს იქნება კიდევ ჩვეულებრივი არაკაცის ბოდვა, მეტი არაფერი“. - განაცხადა ზარქუამ. შეგახსენებთ, რომ დავით არახამიამ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა დაიწუნა, ასევე მკაფიოდ გააკრიტიკა მმართველი პარტიის ლიდერები, მათ შორის ირაკლი კობახიძე.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)