17:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-23 14:29:08, 1044 ნახვა

პოლიტიკა
23 ივლისი საინჟინრო გვარეობის დღეა

საქართველოს თავდაცვის ძალები 23 ივლისს საინჟინრო გვარეობის დღეს აღნიშნავს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო ქვედანაყოფების სწავლება „დასავლეთის ზღუდე“ 2022“ საჩვენებელი წვრთნებით დასრულდა.

სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლებაში დასავლეთის სარდლობის საინჟინრო ქვედანაყოფებთან ერთად, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი მონაწილეობდა.

წვრთნების მიზანს საინჟინრო მხარდაჭერის კუთხით ქვედანაყოფების მომზადებისა და საშტაბო დაგეგმარების პროცესის დონის ამაღლება წარმოადგენდა. წვრთნებში ჩართულმა პირადმა შემადგენლობამ თეორიულად შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები დღისა და ღამის პირობებში პრაქტიკული სავარჯიშოებით დახვეწეს.

წვრთნების დასკვნით ფაზას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მიმდინარეობას დააკვირდნენ. ქვედანაყოფები საინჟინრო დაზვერვის, დანაღმული ველების მომზადების, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების მოწყობის, გასასვლელების გახსნა-ჩაკეტვის ორგანიზების ოპერაციებს კოორდინირებულად ახორციელებდნენ.

სწავლების პროცესში ყურადღება ძირითადად მობილურობისა და კონტრმობილურობის ოპერაციებზე იყო გამახვილებული.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics