18:44 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-21 16:55:06, 968 ნახვა

პოლიტიკა
პიტერ სტანო - შეუსრულებელ ამბიციებში სხვების დადანაშაულება დასტურია, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერი, პიტერ სტანო, საქართველოს მიერ ევროკავშირის სტატუსის მისაღებად განსახორციელებელ საკითხებს აფასებს და ამბობს, რომ რეფორმების გატარება „შიდა პოლიტიკოსების ამოცანაა“.

გამოქვეყნებულ ტვიტში პრესპიკერი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას და ამბობს, რომ ისინი საკუთარ „შეუსრულებელ ამბიციებში“ სხვებს ადანაშაულებენ.

"საქართველო - რეფორმებისა და ევროკავშირის დღის წესრიგის განხორციელება შიდა პოლიტიკოსების ამოცანაა. სხვების დადანაშაულება საკუთარ შეუსრულებელ ამბიციებში მხოლოდ ადასტურებს იმის აუცილებლობას, რომ გჭირდებათ მეტი დრო, რათა გაიგოთ როგორ მუშაობს ევროკავშირი და რომ რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს კარლ ჰარცელს რომელმაც დიდი სამუშაო გასწია საქართველოსა და ევროკავშირის დასაახლოვებლად,"- წერს სტანო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
აშშ-ის ყოფილი ელჩი ოცნებას: სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics