19:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-20 16:35:08, 904 ნახვა

პოლიტიკა
ჯონსონი - დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია

დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საკუთარ ბოლო მიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, მომდევნო პრემიერ-მინისტრმა უნდა შეამციროს გადასახადები და მოხსნას რეგულაცია ყველგან, სადაც შეუძლია, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად.

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და რჩევა მივცე მომდევნო პრემიერმინისტრსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ვინც არ უნდა იყოს ის დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან და ყოველთვის! შეამცირეთ გადასახადები და მოხსენით რეგულაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის.... Hasta la vista, baby". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. ამის შესახებ ჯონსონის მიმართვიდან გახდა ცნობილი. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა დატოვა მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics