|
2022-07-19 21:01:05, 1165 ნახვა
პოლიტიკა
ხუნდაძე - კითხვა მაქვს დეგნანთან და ივანიშვილთან, ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ შეხვედრა
კითხვა მაქვს დეგნანთან და ივანიშვილთან, ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ შეხვედრა. - განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, კითხვები, რომლებიც აქამდე არის დასმული და პასუხგაუცემელია, შეიცვას რისკებს. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სწორედ კულისებში ძალიან ბევრი შეხვედრები ტარდება და მე მაქვს კითხვა როგორც კელი დეგნანთან, ასევე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან - ხომ არ იყო 24 თებერვლის შემდეგ ასეთი ტიპის შეხვედრა და ხომ არ შეიძლება, რომ კითხვები სწორედ იქ იყო პასუხგაცემული. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ და უნდა იცოდეს საზოგადოებამაც. რამეთუ, კითხვები, რომლებიც არის აქამდე დასმული და ეს არის პასუხგაუცემელი, ის შეიცვას რისკებს". - განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში "ქართული ოცნების" ლიდერები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის დისკრედიტაციას, ასევე აღსანიშნავია მმართველი პარტიიდან წასული სამი დეპუტატის - ხუნდაძის, ყაველაშვილისა და სუბარის განცხადებები, რომელიც ასევე მიმართულია ევროინტეგრაციის დისკრედიტაციისკენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)