|
2022-07-19 18:51:32, 1188 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე დასანქცირდა და ამ ფაქტს ადასტურებს ლაშა ჩხიკვაძე, ამას კონკრეტული პასუხები უნდა გაეცეს
თუ „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძე დასანქცირდა და ამ ფაქტს ადასტურებს ლაშა ჩხიკვაძე, მგონია, რომ ამას კონკრეტული და სერიოზული პასუხები უნდა გაეცეს. მგონია, რომ ამის ვალდებულება ჩვენი მეგობრის მხრიდან ნამდვილად არსებობს - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ კითხვაზე - უნდა გააკეთოს თუ არა აშშ-ის ელჩმა განმარტება მოსამართლე ჩხიკვაძესთან დაკავშირებით. „როდესაც არის სერიოზული კითხვები, ამ დროს ამ სერიოზულ კითხვას უნდა გაეცეს კონკრეტული და არა ზოგადი პასუხები. მგონია, რომ ამის ვალდებულება ჩვენი მეგობრის მხრიდან ნამდვილად არსებობს. მაშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ, რომ მართლა დაუჯერებელი და წარმოუდგენელი ამბავია, თუ კი „ნაცმოძრაობა“ ამტკიცებდა რომ დასანქცირდა და ამ ფაქტს ადასტურებს მოსამართლე ჩხიკვაძე მაშინ მე მგონია, რომ ამას მართლა კონკრეტული და სერიოზული პასუხები უნდა გაეცეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)