20:55 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-19 17:33:41, 1056 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი არ შემოუშვეს

რუსი ბლოგერი, ალექსეი რომანოვი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.

რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა.

" დოკუმენტში ჩამოთვლილია უარის ყველა შესაძლო მიზეზი:

  • დოკუმენტების არასრული ნაკრები;
  • არასწორი დოკუმენტები;
  • საქართველოში პირის ყოფნის საფრთხე სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის;
  • პირს არ გადაუხდია ჯარიმა, არ აქვს დაზღვევა, მისი ყოფნა არასასურველია საერთაშორისო პოლიტიკის გამო, დაარღვია საქართველოში უცხოელების მიმართ არსებული წესები ან აპირებს მათ დარღვევას;

სინამდვილეში საქართველოში შესვლაზე უარი მითხრეს შემდეგი მიზეზის გამო:

ვფიქრობ, საქმე ჩემს რეპორტაჟებშია, რომელიც საქართველოში შემოდგომაზე გადავიღე, როცა ხალხი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე მიდიოდა. ერთი ქართველი ოლიგარქისთვის მიშა, ქვეყნის ნახევარ განაკვეთზე ჩრდილოვანი მმართველი, ყელის მთავარი ძვალია". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუს ოპოზიციონერ ბლოგერებს საქართველოში არ უშვებენ აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა რუს ბლოგერ ინსა ოგუზთან მიმართებაშიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics