|
2022-07-18 21:41:19, 1200 ნახვა
პოლიტიკა
Le Soir - სააკაშვილი მივიწყებული პოლიტიკური პატიმარია დასავლეთში, რომელიც მიატოვა ან უღალატა მისმა ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ
არასათანადო მოპყრობისა და სხვადასხვა სახის შიმშილობის გამო დასუსტებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვეღარ იღებს საკვებს და ვერ ახერხებს სიარულს. - განაცხადა ყველაზე პოპულარულმა ბელგიურმა ჟურნალმა Le Soir-მა საკუთარ სტატიაში. მათივე თქმით, დღეს ის არის ყველაზე მივიწყებული პოლიტიკური პატიმარი დასავლეთში, რომელიც მიატოვა ან უღალატა მისმა ბევრმა ყოფილმა მოკავშირემ. ""არასათანადო მოპყრობისა და სხვადასხვა სახის შიმშილობის გამო დასუსტებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვეღარ იღებს საკვებს და ვერ ახერხებს სიარულს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება თბილისის საავადმყოფოს დაცულ ნაწილში. მისი ახლობლების თქმით, პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობისა და რამდენიმე შიმშილობის გამო დასუსტებული სხეული და სული დღითიდღე ჭკნება. მან, რომელსაც დაუსწრებლად მიუსაჯეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის“, ბოლო მოუღო თავის დევნილობაში ცხოვრებას უკრაინაში, და საქართველოში დაბრუნდა 2021 წლის 1 ოქტომბერს, რათა კიდევ ერთი წვლილი შეეტანა თავისი ქვეყნის პოლიტიკურ ბედში. ის მაშინვე დააპატიმრეს. შეგახსენებთ, რომ ყველაზე პოპულარულმა ბელგიურმა ჟურნალმა Le Soir-მა გამოაქვეყნა სტატია სახელით "თითქმის 10 თვიანი პატიმრობა | სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)