|
2022-07-09 14:25:06, 1366 ნახვა
პოლიტიკა
ვერეშჩუკი - ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს, იქნება უზარმაზარი ბრძოლა
ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს, იქნება უზარმაზარი ბრძოლა. - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა. მისივე თქმით, ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. "რაც არ უნდა რთული იყოს ვითარება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ახლა უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, ნებისმიერ შემთხვევაში, ხერსონის ან ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე ყოფნა ბევრად უარესი და საშიშია. რუსეთშიც რომ გადაასახლონ, ჩვენ მაინც ვიპოვით შესაძლებლობას, რომ ხალხს დაბრუნებაში დავეხმაროთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები დეოკუპაციას აპირებს. იქნება უზარმაზარი ბრძოლა. არავის შეშინება არ მინდა, ყველას ყველაფერი ისედაც ესმის". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)