|
2022-07-06 19:23:30, 1256 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოსა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს შორის შეხვედრა გაიმართა
იუსტიციის მინისტრმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ევროპული დემოკრატიის განვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს განსაკუთრებულ როლს. ბატონმა სპანომ მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას, რომლის განხორციელების შედეგადაც ქართველ იურისტებს მიეცემათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ცოდნის გაღრმავების დამატებითი ქმედითი შესაძლებლობა, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ევროინტეგრაციის გზაზე. მხარეებმა ამ მიმართულებით სამომავლო პროექტები დაგეგმეს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თანამშრომლობის შედეგად განხორციელდება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მიმართ მიმდინარე დავების მკვეთრი შემცირების დადებით ტენდენციას. დღეისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ 130-მდე ინდივიდუალური საჩივარი განიხილება, რაც საქართველოსთვის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს სტრასბურგის სასამართლოს მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა რეალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროპული მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი - ვიქტორ სოლოვეიჩიკი და ევროპული სასამართლოს ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)