|
2022-07-06 17:40:30, 1215 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო - პუტინი დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, სადაც ზელენსკი იყო მიწვეული
კრემლის ხელმძღვანელი ვლადიმერ პუტინი „პირობითად” დათანხმდა მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიცაა მიწვეული.ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს თქმით, მონაწილეობის ფორმატი მაინც დაზუსტდება, რადგან ის დამოკიდებულია მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. „რაც შეეხება ნოემბრის G20-ის სამიტს, მიღებული იქნა ოფიციალური მოწვევა ინდონეზიის პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოსგან რუსეთის პრეზიდენტის მისამართით. ჯაკარტას წინასწარ ეცნობა ვლადიმერ პუტინის მასში მონაწილეობის განზრახვის შესახებ", - ნათქვამია ანგარიშში. შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვიეს. თუმცა, ამის შემდეგ კრემლში სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა. თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაური ასევე აპირებს მონაწილეობა მიიღოს G20-ის სამიტში. ამის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა სამიტს რუსი დიქტატორი და თქვა, რომ ეს საკითხი "შესაფერის დროს" გადაწყდება. ამავდროულად, ინდონეზიის სამიტზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, მაგრამ მისი თქმით, მისი მონაწილეობა დამოკიდებულია იმაზე , დასრულდება თუ არა ომი ნოემბრისთვის და იქნება თუ არა რუსეთი წარმოდგენილი G20-ში.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)