15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-05 14:07:12, 1436 ნახვა

საზოგადოება
კასპის სახელოვნებო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა

კასპის სახელოვნებო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.

უწყების ცნობით,  კონცერტში ინდივიდუალური შემსრულებლების გარდა მონაწილეობდა სკოლის მომღერალთა გუნდი გიორგი ხასიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მიმდინარე წელს თურქეთსა და ისრაელში ონლაინ ჩატარებული კონკურსების გამარჯვებულია.

„სახელოვნებო სკოლის ფოიეში პარალელურად  ხატვის წრის მოსწავლეთა ნამუშევრებიც გამოიფინა.

კასპის სახელოვნებო სკოლა 60 წელია არსებობს, რომელმაც თაობები აღზარდა და  მათგან ზოგი დღეს აქ უკვე პედაგოგის რანგშია.

სკოლამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „სამუსიკო სკოლებში ინვენტარის განახლება“ გაიმარჯვა, მოიპოვა 60 000 ლარი და 2 როიალი და 10 ფორტეპიანო შეიძინა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ წარმატებები უსურვა  მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს და აღნიშნა, რომ გასულ წელს 551 000 ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარეს და დღეს სკოლა თანამედროვე ყველა პირობას აკმაყოფილებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics