|
2022-07-05 11:46:25, 854 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი - ვთავაზობთ ოპოზიციას, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს
ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვინც ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვა, უნდა იცოდეს რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟზს უცხადებს საქმიან პროცესს. "ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების მიზნით სახელისუფლებო გუნდმა შექმნა თანამშრომლობითი პლატფორმა, რომელიც დეტალურადაა გაწერილი. ჩვენ ვთავაზობთ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სრულ ჩართულობას და გაერთიანებას ერთი მიზნით, რომ ევროკომიის გეგმა შევასრულოთ და ერთად მივაღწიოთ კანდიდატობის სტატუსს. ვინც გამოდის ამის წინააღმდეგ, უნდა იცოდეს რომ ირჩევს სეპარატიზმს და საბოტაჟზს უცხადებს ერთადერთ რეალურ, შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ და საქმიან პროცესს. სწორედ ეხლა არის ის მომენტუმი, რომ ოპოზიციამ გააკეთოს სწორი არჩევანი და მიიღოს საქმიანი თანამშრომლობის წინადადება. ამ ჩართულობითი პროცესის მარგინალიზაციის მცდელობა ოპოზიციის მხრიდან "რაღაც კომისიების" ძახილით ქვეყანას აზიანებს. სწორი ნაბიჯის გადადგმა არასდროს არ არის გვიანი, მაგრამ ბევრი დროც არ გვაქვს. სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება",- წერს ტალიაშვილი.
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)