15:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-04 11:49:27, 905 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მელიორაციამ ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია განახორციელა

საქართველოს მელიორაციამ  ქარელის მუნიციპალიტეტში სკრა-ქარელის სარწყავი სისტემის  რეაბილიტაცია განახორციელა.  აღდგენილ  სისტემაში წყალი გაშვებულია.პროექტის ფარგლებში,  28.4 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური არხის და  წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია ჩატარდა; მოეწყო რკინაბეტონის ღარები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები და წყალმზომები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქ.ქარელის, ქარელისა და გორის  მუნიციპალიტეტების 9 სოფლის (ახალსოფელი, სამწევრისი, ქარელი, ხვედურეთი, ქვენაფლავი, ღვლევი, სკრა, ბეთლემი, რიეთი) 3240 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ღირებულება   4  მლნ  ლარამდეა.


შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური  დირექტორი თენგიზ ნასარიძე საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს     შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics