16:36 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-01 14:10:46, 759 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ივლისს ნაყინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიებაში 25-მდე კომპანია მონაწილეობს, მათ შორის, ნაყინის მცირე მეწარმეები და ნაყინის მასიური მწარმოებლები.   
 
ფესტივალზე მოსულ სტუმრებს თემატური ფოტოკუთხეები, სახალისო აქტივობები, პრიზები, ზღაპრის გმირები და ანიმატორები დახვდებათ, სპეციალურად მოწვეული დიჯეის მუსიკალური გაფორმების ფონზე, ჩატარდება კოქტეილის მასტერკლასები.
 
ღონისძიება „რანინას“ საიუბილეო სეზონის მონაწილეების კონცერტით გაიხსნება. დამთვალიერებლები შეძლებენ, შეიძინონ თემატური ხელნაკეთი ნივთები, ასევე, გაეცნონ ნაყინის მრავალფეროვნებას. 
  
„დიდი ნაყინობანა“ ბოტანიკურ ბაღში მესამედ იმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად ჩატარდება. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი უკრაინის დახმარების ფონდში გადაირიცხება.  

ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ ორი დღის განმავლობაში, 14:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics