|
2022-06-27 19:21:17, 827 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივანმა, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი გაძლიერების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საქართველოს პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს და ამ ფორმატში სახალხო დამცველთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს. შეხვადრაზე, ამირან გულუაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო პროკურატურის საჯარო ურთიერთობების მდივნის უფლებამოსილება, ფუნქციები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საჯარო ურთიერთობების მდივანი არის გენერალური პროკურორის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან და წარმომადგენლობებთან პროკურატურის კოორდინირებულ ურთიერთობას და ხელს უწყობს სწრაფ და ეფექტიან კომუნიკაციას, უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, კოორდინირებას უწევს და საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, ასრულებს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. სახალხო დამცველთან აქტიური კომუნიკაცია და მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)