|
2022-06-27 12:10:55, 1067 ნახვა
პოლიტიკა
მედიაკოალიცია - შსს ვალდებულია დაიცვას მედია და თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება
კოალიცია "მედია ადვოკატირებისთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები და დაიცვას მედია და თბილისი პრაიდის მონაწილეთა უსაფრთხოება. როგორც კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, ვინაიდან ისინი საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ. "2022 წლის 28 ივნისიდან 2 ივლისამდე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „პრაიდის კვირეული“ იგეგმება, 2021 წლის მძიმე გამოცდილების ფონზე, უმცირესობებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ გამართვაზე. ყველასთვის ცნობილია, რომ პრაიდის დემონსტრაციები ლგბტქ თემის პოლიტიკური ადვოკატირების იარაღი, გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, როცა თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს. თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად. ვფიქრობთ, ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები - ისევ საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ. უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. 2021 წლის 5 და 6 ივლისის გამოცდილებამ აჩვენა, რომ სახელმწიფო გულგრილად ეპყრობა უმცირესობის უფლებებს, რაც შესაძლებლობას უქმნის მოძალადე ჯგუფებს გააძლიერონ და გაიმეორონ თავდასხმები როგორც აქტივისტების, ისე მედიის წარმომადგენლების მიმართ", - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის კვირეული ბრუნდება. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება 28 ივნისიდან 2 ივლისამდე გაგრძელდება და რამდენიმე სახის აქტვობას გააერთიანებს.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)