|
2022-06-24 22:00:48, 1039 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი, ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს
თუ ევროპელი პარტნიორები და ლიდერები ამბობენ, რომ ეს არის ისტორიული შანსი და ჩვენი ოპონენტები უწოდებენ გაშვებულ შანსს, ამ შემთხვევაში ობიექტურობა ევროპელი ლიდერებისკენ, ანუ, ამავდროულად ჩვენსკენ არის და ეს თუ ვიღაცას სწყინს, რა გავაკეთოთ, რეალურად ეს არის ისტორიული შანსი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ‘ მისი თქმით, რომ არა სამწუხარო ომი უკრაინაში, ეს შესაძლებლობის ფანჯარა და შანსი არავის გვეძლეოდა მოცემულ მომენტში. „ჩვენ ვსაუბრობდით პროგრამაში იმაზე, რომ 2024 წლისათვის შევიტანდით განაცხადს. ომია უკრაინაში, მას ავანსად სჭირდებოდა, მეტი მხარდაჭერა ჰქონოდა ევროკავშირისგან და ძალიან კარგია, რომ ეს მხარდაჭერა მანაც მიიღო და მოლდოვამაც, რომელიც ასეთივე არა, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მძიმე მძიმე მდგომარეობაშია და საქართველომ მიიღო პირობა ევროკავშირს წევრობის კანდიდატობის, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პირობებს შესარულებს. მათთვის ეს არის ისტორიული შანსი, მათი გადმოსახედიდან, მოდი ჩვენც ასე ვთქვათ, დაუჯეროთ, როგორც რეკომენდაციებში ასევე შეფასებებში და თუ ჩვენი ოპონენტების შეფასება ამას არ ემთხვევა ე.ი. ისინი არა თუ მარტო ობიექტურები არ არიან, არამედ ცდილობენ დინების საწინააღმდეგოდ სვლას, რაც ძალიან ცუდია“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)