08:57 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 18:24:39, 1005 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - გადავწყვიტე, რომ ღარიბაშვილს და კობახიძეს სასამართლოში ვუჩივლო

 გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს,- წერს „ლელოს”დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის, რადგან მათ სამადაშვილი მოღალატედ გამოაცხადეს და ამით დეპუტატის მიმართ ძალადობა წაახალისეს.

"ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. 
მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს. მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან" - წერს სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის თქმით,  სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა ევროპარლამენტარებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ღარიბაშვილმა სამადაშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics