19:56 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-24 11:17:22, 884 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დასუფთავების გეგმურ სამუშაოებს ახორციელებს. ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ქუჩებსა და სადგურის მოედანზე დასუფთავების მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სპეციალური ქაფით მოირეცხა წინამძღვრიშვილის, აბასთუმნისა და თევდორე მღვდელის ქუჩები. 

სამუშაოების ფარგლებში, ასევე, გაირეცხა ნაგავშემკრები კონტეინერები, ხოლო აბასთუმნის ქუჩაზე ძველი ურნები ახლით ჩანაცვლდა. 

დასუფთავების სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, დიდუბის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics