19:57 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-23 17:46:04, 862 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მყისიერი რეაგირება მოხდა.

მათივე ცნობით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს ადგილზე ეცნობა.

უწყების განცხადებით, ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით, მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი განახორციელა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics