11:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 14:59:20, 1092 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე მეორე ფრონტის გახსნაზე - მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, მის მიმართ ვერ იქნება ინტერესი რომ ჩაერთოს ომში

მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, მის მიმართ ვერ იქნება  ინტერესი რომ ჩაერთოს ომში - აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ამბობს,რომ ამ კუთხით საქართველოსა და მოლდოვის შედარება არასწორია.

მისივე თქმით, გარკვეული ინტერესი როცა არსებობს, რომ გარდა ერთისა მეორე ფრონტიც გაიხსნას, ეს აბსოლუტურად გასაგებია.

„გარკვეული უხერხულობები ჩვენ გვექნება პარტნიორებთან იქამდე ვიდრე გრძელდება ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსული აგრესიის საფუძველზე უკრაინაში, არის რა თქმა უნდა, გარკვეული სუბიექტური ინტერესები, მთავარია მალე დასრულდეს ეს ომი, ევროკავშირის ქვეყენბისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანია მალე უკრაინაში ომის დასრულება, ამ შემთხვევაში აღარ იქნება გარკვეული ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ. რომ იცოდეთ ბევრი „ფეიკი“ ტრიალებს ამასთან დაკავშირებით, რატომ არ სთხოვენ მოლდოვას მეორე ფრონტს , მოლდოვას არ ჰყავს ჯარი, აქედან გამომდინარე მოლდოვის მიმართ ვერავის ვერ ექნება სუბიექტური ინტერესი რომ ჩართოს ომში , ეს არის „ფეიკი“ რასაც ავრცელებენ, საქართველოს და მოლდოვის შედარება ამ კუთხით არის ფეიკი“,- განაცხადა კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics