13:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-22 11:05:59, 6092 ნახვა

High - Tech
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი დონბასში დიდ ზარალს განიცდის და ახალი სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის ემზადება

რუსეთი დონბასში დიდი რაოდენობით სარეზერვო შენაერთების განლაგებისთვის ემზადება. ფრონტზე რუსული ძალების დანაკარგები უზარმაზარია,- ამის შესახებ ინფრომაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინიტრო ავრცელებს.

სამინიტროს მიერ გავრცელებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლებას 25 მარტის შემდეგ უკრაინაში დაღუპულთა ჯამური რაოდენობის შესახებ მონაცემები არ გამოუქვეყნებია.

„თუმცა, მონაცემები დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯგუფის ძალების დანაკარგების შესახებ საჯარო გახდა. 16 ივნისის მდგომარეობით, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე 2128 სამხედრო მოსამსახურე დაღუპულია და 8897 დაჭრილი. რესპუბლიკის მსხვერპლის მაჩვენებელი მისი თავდაპირველი სიძლიერის დაახლოებით 55%-ის ექვივალენტურია, რაც ხაზს უსვამს დონბასში რუსული და პრორუსული ძალების უკიდურეს დასუსტებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, დაზვერვის თანახმად, დიდი ალბათობით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალები აღჭურვილია მოძველებული იარაღითა და აღჭურვილობით.

„ორივე მხრიდან, ფრონტზე სარეზერვო დანაყოფების შექმნისა და განლაგების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანი გახდება ომის შედეგისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის სანაპირო თავდაცვის შესაძლებლობებმა დიდწილად გაანეიტრალა რუსეთის შესაძლებლობა ზღვაზე კონტროლი დაემყარებინა და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საზღვაო ძალები განეთავსებინა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი: რეზოლუციებმა საბოლოოდ გადაკვეთეს ქართველი ხალხის მიერ დადგენილი წითელი ხაზები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics