01:50 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-19 12:11:50, 2767 ნახვა

სამხედრო
ლოჯისტიკის სასწავლო კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მიღების, განთავსებისა და ოპერაციის რაიონში გადაადგილების (RSOM) კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსი ჩეხეთის რესპუბლიკის მრავალეროვნული ლოჯისტიკის საკოორდინაციო ცენტრის (MLCC) მიერ სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე და ქ. ფოთში, პორტის ნავსადგურში ჩატარდა.

სასწავლო პროგრამა პრაქტიკულ და თეორიულ მეცადინეობებს მოიცავდა. ორი კვირის განმავლობაში მსმენელებმა, როგორც სამშვიდობო ოპერაციების, ასევე საომარი მოქმედებების დროს ოპერაციის რაიონში ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის მიღება, განთავსება და გადაადგილება შეისწავლეს. მსმენელებმა ინფორმაცია ნატოს და პარტნიორი ქვეყნების განახლებული ლოჯისტიკური პროგრამების შესახებაც მიიღეს.

„კურსი საქართველოსა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ჩეხი ინსტრუქტორების მიერ ჩატარდა.

სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ლოჯისტიკის თანამედროვე პროგრამების გაცნობას და ლოჯისტიკური ოპერაციების შესრულებას. ღონისძიებას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics