|
2022-06-18 16:11:41, 836 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - ყველა პარამეტრით, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებას შეესაბამება, საქართველო როგორც მოლდოვას, ისე უკრაინაზე წინაა
რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები ყველა ქვეყანას აქვს, არანაკლები სიმძიმის რეკომენდაციები აქვთ შესასრულებელი უკრაინას და მოლდოვას. დავით მათიკაშვილი დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ ყველა პუნქტზე იმუშავებს ხელისუფლება, ამიტომ არანაირი ცალკე ორგანოს თუ სისტემის შექმნა, რომელიც სიტუაციას დააკვირდება, საჭირო არ არის. „ამ რეკომენდაციაში მოცემული პირობების საკმაოდ დიდი ნაწილი ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებებში დგას, ის ისედაც შესასრულებელია ქართული მხარის მიერ, რომლის შესრულებაზე ქართული მხარე ყოველთვის აცხადებდა მზაობას.
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)