|
2022-06-17 10:42:39, 740 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველამ ძალიან კარგად იცის, არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად
ყველამ ძალიან კარგად იცის, არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დღის თემა“ უკრაინის რადას დეპუტატის დავით არახამიას განცხადებაზე იმის შესახებ, თითქოს რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს იყენებენ სანქციების გვერდის ასავლელად. მისი თქმით, არახამიას განცხადებები კონკრეტულ მომენტებს ემთხვევა. „არახამიას განცხადებები მაშინაც რაღაც კონკრეტულ მომენტებს ემთხვეოდა. ეხლაც ეს განცხადებები კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ორი დღით ადრეა გაკეთებული. რას ემსახურება ეს ყველაფერი ძალიან კარგად შეიძლება ამაზე იმსჯელოს საზოგადოებამ. არახამია ვისთან არის დაკავშირებული პარტიულად, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი დაფრთიანებულია. საზოგადოებამ იმდენად ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, რომ მგონი მეტი კომენტარის გაკეთება არც არის საჭირო. შეგახსენებთ, რომ წინაზეც იყო რაღაც ბრალდებები და მერე ბოდიშიც კი არ მოუხდიათ, როდესაც ეს ბრალდებები არ დადასტურდა. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მათგანმა, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ არ იყო ასეთი რამ, მაგრამ პრევენციისთვის დაუბრალებია თურმე ჩვენთვის რაღაც კონტრაბანდის წარმოება. კატასტროფაა ახლა ასეთი განცხადება, მით უმეტეს როდესაც წინაზე გაქვს იგივე გაკეთებული, მტკიცებულება ვერ მოიტანე და მერე პირიქით ის თქვი, რომ მტკიცებულებაც არ გქონდა, ფაქტიც არ იყო, მაგრამ პრევენციისთვის გააკეთეს ეს ყველაფერი“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)