|
2022-06-16 22:23:27, 1449 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია - პროკურორები შემოიჭრნენ კლინიკაში, სცადეს პალატაში შევარდნა და მოაწყვეს სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორული დაკითხვა
პროკურორები შემოიჭრნენ კლინიკაში, სცადეს პალატაში შევარდნა და მოაწყვეს სამედიცინო პერსონალის ინკვიზიტორული დაკითხვა.- განაცხადა გიული ალასანიამ. მისივე თქმით, ხელისუფლების ერთადერთი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის ინვალიდიზაცია. "ჩემი აზრით, მათი დაშინება და პაციენტის ადეკვატურ მკურნალობაზე უარის თქმა. ხელისუფლების ერთადერთი მიზანია პრეზიდენტ სააკაშვილის ინვალიდიზაცია, ან გარდაცვალების გამოწვევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის საქართველოდან გადაყვანის გადაუდებელ აუცილებლობას მისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით. სხვა შემთხვევაში, ეს ვერ მოხერხდება. განსაკუთრებით ცინიკურია ის, რომ დღევანდელი პროვოკაცია განხორციელდა ხვალინდელი დღის, ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადების წინა დღეს". - განაცხადა ალასნიამ. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)