23:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-16 13:13:38, 1109 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ ონლაინ ბიზნესებს გადახდის მარტივ და ინოვაციურ გზას - ბმულით გადახდას სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესის მხარდასაჭერად კიდევ ერთ ტექნოლოგიურ სიახლეს ნერგავს. მცირე ონლაინ ბიზნესებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად, „თიბისიმ“ ონლაინ გადახდის ახალი პროდუქტი - ბმულით გადახდა შექმნა.

მცირე ონლაინ ბიზნესების უდიდესი ნაწილი, ვებ გვერდის გარეშე ოპერირებს ონლაინ სივრცეში, რადგან ვებგვერდის შექმნა და მართვა ხარჯებთან და დამატებით ადამიანურ რესურსებთან არის დაკავშირებული. ასეთი ონლაინ მაღაზიები, პროდუქტის გაყიდვისას უპირატესობას სოციალური ქსელებს - ფეისბუქს და ინსტაგრამს ანიჭებენ.  

ონლაინ მაღაზიის წარმომადგენელს თავად შეუძლია შექმნას ბმული და მომხმარებელს გაუზიაროს ელ-ფოსტით, ჩატის მეშვეობით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით და მომენტალურად მიიღოს გადახდა.

ონლაინ გადახდა მომხმარებლისთვისაც ძალიან მარტივი და კომფორტულია, რადგან იგი თავად ირჩევს გადახდის სასურველ გზას: ბარათით, ქიუარით, ინტერნეტ და მობაილბანკით, ერთგული ქულებით, Apple Pay-თ ან განვადებით.

„თიბისის“ ბმულით გადახდის გააქტიურებით,  ბიზნესი არა მხოლოდ იღებს გადახდას  მარტივად, არამედ შესაძლებლობა ეძლევა სრულფასონად მართოს ონლაინ შეკვეთები, სპეციალური სამართავი სივრცის მეშვეობით. ამ სივრციდან ბიზნესის წარმომადგენელს შეუძლია გადახდის ბმულის გენერირება, პროდუქციის კალათის დამატება და რედაქტირება და ტრანზაქციების ამონაწერის ნახვა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics