|
2022-06-15 21:35:15, 1253 ნახვა
პოლიტიკა
ჯაღმაიძე - მაკვირვებს პრეზიდენტის სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში განწყობა არ ყოფილა
მაკვირვებს პრეზიდენტის სტატუსის პათოსი, ჩემს კომენტარში განწყობა არ ყოფილა. - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ. მისივე თქმით, პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, მისთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. "დღეს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულევანებისა არ ყოფილა. პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან შეხვედრის სურვილის შესახებ, ჩემთვის ცნობილი გახდა ჟურნალისტის ზარის შემდეგ. დავაზუსტე ამ თხოვნის ფაქტის შესახებ, და ყოველგვარი შეფასების გარეშე ჟურნალისტს გავეცი პასუხი: დიახ იყო ასეთი თხოვნა პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ არ მოხერხდა. პრეზიდენტს დღეს სურდა შეხვედრა და არ მოხერხდა. ზოგადად პატრიარქთან შეხვედრა ყოველთვის არ არის შესაძლებელი. დაახლოებით ეს იყო საუბრის შინაარსი. ფაქტს ვერ დავმალავდი და გაუგებარია კონკრეტულად რა შენიშვნას მაძლევს პრეზიდენტი". - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)