|
2022-06-15 21:17:35, 1675 ნახვა
ომი უკრაინაში
ბაიდენი - აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის იარაღს გაგზავნის
აშშ უკრაინის დასახმარებლად დონბასში $1 მილიარდის იარაღს გაგზავნის. - განაცხადა აშშ-ს პრეზიდნეტმა ჯო ბაიდენმა. მისივე თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის გვერდითაა, რადგან რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. "მხარდაჭერის პაკეტი დამატებით საარტილერიო და სანაპირო თავდაცვის ტექნიკას მოიცავს. ასევე, მოწინავე საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლო მასალას.მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მხარდაჭერა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის გვერდითაა, რადგან რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე აშშ უკრაინის დემოკრატიას იცავს და მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)