|
2022-06-14 20:55:21, 889 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - პროპაგანდის მანქანა დასავლური მისწრაფებების წინააღმდეგ
იმედის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევა, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს - ნათქვამია ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში "იმედის" დაკვეთით ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. - განაცხადა ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა. მათივე თქმით, ამგვარი კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც აერთიანებს ადამიანებში შიშის დანერგვის, არარსებული არჩევანის წინაშე დაყენების, მტრის ხატის შექმნის, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაციისა და მოტყუების ტექნიკას. "პროპაგანდის მასშტაბების გასაზრდელად დაინტერესებული პირები, აქამდე არაერთხელ გამოყენებულ ხერხს მიმართავენ და ფეისბუქზე სხვადასხვა გვერდისა და „საინფორმაციო სააგენტოს“ საშუალებით აზიარებენ GORBI-ის კვლევის შედეგებს. მათ შორის, ფეისბუქზე ანონიმური რეკლამების განთავსების გზით, მოცემული კვლევის შედეგებს მმართველ პარტიის სასარგებლოდ მოქმედი ცრუ მედიის გვერდებიც ავრცელებენ" - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ იმედმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ევროკავშირის დისმრედიტაციისკენ იყო მიმართული.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)