00:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-14 16:59:11, 4229 ნახვა

საზოგადოება
PSP ფარმას GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა

1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოება და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება.

ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭება.

ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. წელს ჩვენი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფძველზეც PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის ინსპექტირება სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით ჩატარდა და PSP ფარმას GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა.

„Good Distribution Practice სტანდარტის დაცვა უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალებების გარანტირებული ხარისხის შენარჩუნებას მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე, საწარმოდან აფთიაქამდე და საბოლოოდ მომხმარებლამდე. მომხმარებელზე ზრუნვა კი PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. მადლობა კომპანიის თითოეულ წევრს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და GDP სერტიფიკატის ასაღებად შეტანილი წვლილისათვის“ - აცხადებენ PSP-ში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics