|
2022-06-14 15:09:46, 1736 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - მოვუწოდებ პარტნიორებს, ომში მყოფი ქვეყნისთვის მძიმე იარაღის მიწოდების პროცესი დააჩქარონ
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა ომში მყოფი ქვეყნისთვის მძიმე იარაღის მიწოდების პროცესი უნდა დააჩქაროს. მინისტრის თქმით, უკრაინამ რუსეთთან ომში დაამტკიცა, რომ შეუძლებელი შეუძლია. "უკრაინამ დაამტკიცა, რომ შეუძლებელი შეუძლია და ყველა პროგნოზის მიუხედავად, მოიგო მნიშვნელოვანი ბრძოლები კიევისთვის, ჩერნიგოვისთვის, სუმისა და ხარკოვისთვის. წარმოიდგინეთ, რა შეუძლია უკრაინას საკმარისი იარაღით. მოვუწოდებ პარტნიორებს, მიზნად უკრაინის გამარჯვება დაისახონ და დააჩქარონ მძიმე იარაღის მიწოდების პროცესი"-განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ოფისის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, Twitter-ზე წერს, რომ უკრაინას ომის დასასრულებლად კონკრეტული მძიმე იარაღის გარკვეული რაოდენობა სჭირდება. პოდოლიაკი წერს, რომ 15 ივნისს ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრისაგან ქმედით ნაბიჯებს ელის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)