|
2022-06-14 13:06:43, 827 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის ევროპისკენ სწრაფვისთვის, ეს ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია
არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა, სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, რომ მის განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. „ის რომ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ომის პარტიას დაანონსებული აქვს აქცია, არავინ დაუჯერებს, რომ ეს აპოლიტიკური აქციაა. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელშიც როგორი დაპირისპირება იყო. ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, ჩემ განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. ამას არავინ დაუჯერებს სამწუხაროდ, ასევე არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)