|
2022-06-13 13:19:17, 919 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებს, არაფერი გამოუვა
ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ, ტყუილად ცდილობენ ამას, რადგან ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე რაც ქვეყანას გაუკეთა, ქვეყნისთვის ბოროტების მოცილება იყო. "სამარცხვინოა ტექსტის თითოეული სიტყვა, რომ გვეუბნებიან, რომ ადამიანი, რომელიც უამრავ საქველმოქმედო საქმეს აკეთებს, უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს და მომავალშიც რა თქმა უნდა გააკეთებს - ეკლესიების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, ნატოს სტანდარტის ბაზების მშენებლობა, უამრავი ადამიანის დახმარება, ხელშეწყობა, თუნდაც ცენტრალური პარკის მშენებლობა, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, უნივერსიტეტის მშენებლობა, ის დამოკიდებულება რაც რეზოლუციაში იყო, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ცუდი კაცია, კატეგორიულად მიუღებელია. თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციების დაწესებით შეაშინებს და პოლიტიკაში დააბრუნებენ და ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობენ, იმისთვის, რომ ქვეყანა ომში ჩართოს, მერწმუნეთ, რომ ტყუილად ცდილობენ ამას და არავის არაფერი არ გამოუვა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე რაც ქვეყანას გაუკეთა, ეს იყო მისი პოლიტიკაში შემოსვლა და იმ ბოროტების მოცილება ქვეყნისთვის, ქვეყნის მტრების მოცილება, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სახით იყო წარმოდგენილი", - განაცხადა კალაძემ.
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)