|
2022-06-12 15:24:33, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა სამხედროებმა უკრაინაში იარაღის საწყობზე სარაკეტო იერიში განახორციელეს - დაშავდა 22 ადამიანი
რუსმა სამხედროებმა დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპილის რეგიონზე, ფრთოსანი რაკეტებით ამერიკული და ევროპული იარაღის საწყობის განადგურების მიზნით იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი” ავრცელებს. ოლქის გუბერნატორის თქმით, ქალაქ ჩორტკივზე შავი ზღვიდან განხორციელებულმა სარაკეტო თავდასხმამ სამხედრო ობიექტი ნაწილობრივ გაანადგურა. დაშავდა 22 ადამიანი. შეგახსენებთ, რომ უკრაინას იარაღს ევროპის ქვეყნები და ამერიკა აწვდის. იარაღი, ფინანსები, სანქციები არის სამი რამ, რომლითაც გაერთიანებული სამეფო მუდმივად ავლენს თავის ლიდერობას უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვაფასებთ ამ მართლაც რეალურ, ერთიან შრომას, როდესაც სიტყვები და კომუნიკაცია მუდმივად ხდება მოქმედებაში. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის დახმარებისთვის - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)