17:22 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 14:19:10, 998 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - 2008 წელს MAP-ი ვერ მივიღეთ, თუმცა ქვეყანამ ინტეგრაცია გააგრძელა

2008 წელს MAP-ი ვერ მივიღეთ, თუმცა ქვეყანამ ინტეგრაცია გააგრძელა. - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძლეოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება.

ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძლეოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარების. მარტივ მაგალითს შეგახსენებთ, 2007 წელი იყო თუ 2008 წელი, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპი მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენმა ხელისუფლებამ გახსნა ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა". - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ რომ  ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics